მოკლედ ჩვენ შესახებ
შპს „ექსპერტიზა“ 2012 წლიდან მუშაობს სამშენებლო სფეროში, ხოლო 2018 წლიდან არის A ტიპის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო (GAC-IB-0233, სსტ ისო/იეკ 17020:2012). გაცემული გვაქვს ათასობით დასკვნა დამკვეთებისთვის, ინვესტორებისთვის, სამშენებლო კომპანიებისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის.
ჩვენთვის მთავარია, ყოველი დასკვნა იყოს პროფესიონალური, მიუკერძოებელი და სანდო, ხოლო დამკვეთის ინფორმაცია — სრულად კონფიდენციალური.


